|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში არჩევნების გაყალბების ვიდეო ჩანაწერებს ასაჯაროვებს

"ნაციონალურ მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია არჩევნების გაყალბების ფაქტებზე საუბრობს. ორგანიზაციაში დღეს ბრიფინგი გაიმართა. ნიკა ნარსიამ ქუთაისს საარჩევნო უბნებზე აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, უბნებზე ღიად ხდებოდა გაყალბება, რასაც ჩანაწერებიც მოწმობს.

"დაიწყო კამერის ჩანაწერების გაშიფვრა და დარღვევები აქტიურად გამოჩნდა. 25-ე უბანზე კარგად ჩანს ერთი და იგივე მამაკაცი, როგორ აგდებს ყუთში ორ კონვერტს და ამაზე კომისიის წევრს რეაგირება არ მოუხდენია. არ მომხდარა საჩივრის დაწერა სხვა პარტიების წარმომადგენელთა მიერ, ხდებოდა მარკირების გარეშე ხმის მიცემა. ეს ჩანაწერები, სამწუხაროდ, გვიან გამოჩნდა, რადგან არ გვაქვს რესურსი, ერთად მოვახდინოთ ყველა ჩანაწერის გახსნა. ჩვენ მივმართავთ შესაბამის ქმედებებს", -განაცხადა ნიკა ნარსიამ, რომლის თქმითაც, აუცილებლად დაიწერება საჩივრები კომიიის წევრების მიმართ. მათი მიზანია, არჩევნების გაყალბება აღიაროს საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელსაც ჩანაწერებს მიაწვდიან.

ნარსია შენიშვნებს გამოთქვამს  ქუთაისის მომავალი მერის ლეგიტიმაციასთან მიმართებაშიც. მისივე თქმით, ქუთაისის მომავალ მერს, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად დაეხმარნენ, პირველსავე ტურში მაინც ვერ გაამარჯვებინეს.

"მერი, რომელიც ეყოლება ქალაქს, იქნება არალეგიტიმური, რადგან მან მიუხედავად ყველანაირი გაყალბებისა, 48%-ზე მეტი ვერ მიაღებინეს და მეორე ტურშია"-განაცხადა ნარსიამ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების მეორე ტურის დაკვირვებას არ მოახდენს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა