|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები პირბადეებს, ხელთათმანებს და სადეზინფექციო ხსნარებს ოჯახებში დაარიგებენ

"ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ოფისში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგი გამართა.  მისი  განცხადებით, პარტიის ქუთაისის ორგანიზაციას ჩამოუტანეს ხელთათმანები, პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, პარტიის აქტივისტები და მოხალისეები სამედიცინო აღჭურვილობას ოჯახებში დაარიგებენ, რაც გამორიცხავს რიგებს და დადგენილი წესების და რეკომენდაციების დარღვევას.

"პარტიის ქუთისის ორგანიზაციას ჩამოვუტანეთ, ის რაც დღეს  ყველაზე დიდი დეფიციტია, ეს არის პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები,  თითოეულ პაკეტში იქნებნა 2 პირბადე, 250 გრამიანი სადეზინფექციო სითხე და ხელთათმანები. დარიგება მოხდება ასე: მიიტანენ ოჯახებში, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ, არავითარი რიგი არ იქნება ორგანიზაციასთან, ისე რომ ყველა წესი და რეკომენდაცია დაცული იყოს"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.   

 შეგახსენებთ,  კორონავირუსის პრევენციის მიზნით "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მოსახლეობას საჭირო სამედიცინო აღჭურვილობას ურიგებენ, რასაც ზუგდიდში ადამიანების დიდი რაოდენობის შეკრება და ორგანიზაციის დაჯარიმება მოყვა.

  

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა