|
  • EUR 1 = GEL 3.0007
  • USD 1 = GEL 2.464
|

,,ნაციონალური მოძრაობის" განცხადება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება "

,,ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, მიზანმიმართულად ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას"-აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიაში განაცხადეს დღეს გამართული ბრიფინგის საპასუხოდ. 

 მერიის განცხადებით,  ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომობილების შეკეთებისთვის, 30 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადა, რაც 30 000-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

"ქუთაისის მერია მაქსიმალურად ცდილობს თანხების დაზოგვას და ამ თანხების მოსახლეობის საჭიროებებზე გადანაწილებას. რაც შეეხება 340 000 ლარს ეს არის პრეისკურანტი ანუ, მერიის ბალანსზე არსებული ყველა ავტომობილის ნაწილის ღირებულება და არა ხელშეკრულების თანხა. რაც შეეხება ახალი ავტომობილების შეძენას ამის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს ქუთაისის ბიუჯეტს და ამ კუთხით დამატებით ხარჯს ვერ გავწევთ,"-განაცხადეს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში.

 ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისა და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფის სახელმწიფო შესყიდვა NAT180004219 14 მარტს გამოაცხადა. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 340 803 ლარს, ხოლო შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულება 30 ათას ლარს შეადგენდა. ტენდერის შედეგად ხელშეკრულება  "თეგეტა მოტორსთან" გაფორმდა.

 შეგახსენებთ, დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, 2018 წელს ავტომობილების შეკეთებაზე 340 000 ლარი დაიხარჯება. ხოლო საწვავისათვის 440 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. შუშანიას თქმით,  ჯამში,  ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდება, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასის 100 ლარით გაზრდისათვის.

ავტორი: ნიუპრესი