|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაციონალური მოძრაობის კოლონებს ქუთაისში ცოცხებით აცილებენ

ნაციონალური მოძრაობის კოლონებს ქუთაისში კონტრაქციით დახვდნენ. ქალაქის შესასვლელთან მოქალაქეები ცოცხებით დგანან და ავტომობილებს შეძახილებით აცილებენ.

მათი თქმით, ეს არის მათი გამოხატვის თავისუფლება და ამ ფორმით აპროტესტებენ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

მათივე თქმით, სოლიდარობას უცხადებენ, სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულ ადამიანებს.

რაც შეეხება ცოცხებს, აცხადებენ, რომ ეს არის სიმბოლურად.

თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, რეგიონიდან აქცაზე დასასწრებად 5000 მდე ადამოანი მიემგზავრება.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა