„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატები დავით ბაქრაძემ დაასახელა.
#47 საარჩევნო ოლქში, რომელშიც შედის ქალაქ მუზეუმი, ნიკეა, საფიჩხია, და კახიანაური, ასევე ახლადშემომატებული თერჯოლის სოფლები: გოდოგანი, ჭოგნარი, კვახჭირი „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გია თევდორაძე იბრძოლებს.
#48 ოლქში აკაკი ბობოხიძე. აღნიშნულ ოლქში გაერთიანებულია: გამარჯვება, ძელქვიანი, უქიმერიონი.
#49 ოლქში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიგი წერეთელი წარადგინა. ამ ოლქშია ავტოქარხანა, ბაკის უბანი, სულხან–საბა; გამარჯვება – ჭავჭავაძის სადგურის მხარე. კანდიდატების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ქუთაისის წარმატებაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





10:58
23:12
12:36
15:31
16:05
















