|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, მოსახლეობას საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატი წარუდგინა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში შეკრებილებს ნიკეას მაჟორიტარობის კანდიდატი კახა გაბუნია, ძელქვიანის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ვაშაყმაძე, ასევე სულხან-საბას და ვაკისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ შაშიაშვილი გააცნეს.

„ბიუროკრატიული ჩაკეტილობა, ტენდერების ნათესავებში დარიგება, დანამატები, პრემიები და გაუგებარი მივლინებები საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს და დაბრუნდება გახსნილობა, ხალხის სამსახურში ჩადგომა და ხელმისაწვდომობა იმ ინფორმაციაზე, სად და რატომ იხარჯება ამ ქალაქის ბიუჯეტი,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი