|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო კარავი გუმათში გაშალეს

გუმათში, სადაც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, კარავი გაშალეს. აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეიქმნა ახალი ლოკაცია, სადაც მოქალქეებს შესაძლებლობა ექნებათ, კომენდანტის დროს დარჩნენ.

ადგილზე ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები, რომლებიც ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ, გუმათში არიან შეკრებილები. ისინი ნამოხვანში გადაადგილებას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

როგორც აქციის მონაწილეებს პოლიციის ხელმძღვანელმა განუცხადა,  ესკალაციის აცილების მიზნით, ამ რაოდენობის ადამიანებს ხეობაში ვერ შეუშვებენ. როგორც კი საფრთხე მოიხსნება, გადაადგულების შეზღუდვა, გაუქმდება.

ადგილზე მოქალაქეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან, აქვე არის სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. ის გამოეხმაურა კომპანიის მიმართვას და განაცხადა, რომ ყველა მხარეს შეხვდებიან და შეისწავლიან პროცესს, რის შემდეგაც ანგარიში გამოქვეყნდება.

ავტორი: ნიუპრესი