|
  • EUR 1 = GEL 4.0646
  • USD 1 = GEL 3.426
|

„ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მინისტრებისა და ადგილობრივების შეხვედრა კამათის ფონზე მიმდინარეობს

„ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით მინისტრებსა და მოსახლეიობას შორის შეხვედრა ხმაურის და კამათის ფონზე მიმდინარეობს.

ადგილობრივების განცხადებით, ისინი გიგანტური ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

შეხვედრას არ ესწრებიან წყალტუბოს ზონაში უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეები. რიონის ხეობის მცველების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, შეხვედრის ეს ფორმატი მათთვის მისაღები არ არის.

შეგახსენებთ,ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს ნამოხვანჰესის თემასთან დაკავშირებით ადგილობრივებთან შეხვედრა და მათთვის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა დაავალა. 

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი საპროტესტო აქცია 132 დღეა მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი