|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების აქციას "ქართული მარში" უერთდება

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა "ქართული მარშის"წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. დღეს ისინი ადგილობრივების მიერ მოწყობილ საპროტესტო კარავთან მივიდნენ და მათ მოთხოვნებს შეუერთდნენ.
"მარშის"  წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ინვესტიციებს არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნისათვის სიკეთის მომტანია. 
ისინი 28 თებერვალს რიონის ხეობის მცველების მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
 
მათი მოთხოვნები უცვლელია - გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."
 
გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. კომპანია "ენკა რინიუებლზმა" დატოვოს რიონის ხეობა. კომპანიის მიერ ტერირტორიიდან გატანილი ი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს. 
 
რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ მოსახლეობის უწყვეტი პროტესტი 123-ე დღეა გრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი