|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამოხვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით რიონის ხეობაში აქცია-მსვლელობა მოეწყო

რიონის ხეობის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები ნამოხვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვეს.

მეოთხე დღეა მათ კარვები გაშლილი აქვთ და ადგილზე მორიგეობენ.

"ჰესი მთელს ხეობას და მათ შორის ქუთაისს საფრთხეს უქმნის, ამიტომ ამ  მშენებლობას არ დავუშვებთ", - აცხადებენ ადგილობრივები.

ხეობის მცხოვრებლებს  ეკოლოგები, სეისმოლოგები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ. მათ ხეობაში მსვლელობა მოაწყვეს და ტექნიკის გაყვანა მოითხოვეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი