|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მინისტრებისა და რიონის ხეობის მცველების მორიგი შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ გაიმართება

ნამოხვანში მინისტრებსა და ადგილობრივებს შორის შეხვედრა დასრულდა. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ჰესის მოწინააღმდეგეების შენიშვნების უშუალოდ ადგილზე გაეცნენ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თემაზე სასაუბროდ საჯარო შეხვედრა მომდევნო პარასკევს გაიმართება, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრება.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა მთავრობის წევრებს უთხრეს, რომ მათ ადგილზე მისვლა დააგვიანეს და რომ მათ სპეცრაზმელებმა დაასწრეს.

ჰესის მოწინააღმდეგებმა შეხვედრამდე კომპანიის მუშაობის შეჩერება მოითხოვეს.

"მზად ვართ შევხვდეთ და მივაწოდოთ ჩვენი შენიშვნები, იქამდე მოვითხოვთ, კომპანიამ შეაჩეროს მუშაობა. თუ შეხვედრაზე არ მივიღებთ პასუხს, რომ "ენკა" დატოვებს ხეობას, მაშინ 14 მარტის აქცია ძალაში რჩება", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მზად არიან გაიარონ ყველა საკითხი, შეხვდნენ ყველა დაინტერესებულ პირს, რადგან ასეთი დავალება აქვს პრემიერ-მინისტრისგან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა