|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნათია ფანჯიკიძემ ქუთაისში საჯარო ლექცია გამართა

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ქუთაისს ესტუმრა, სადაც  საჯარო   ლექცია თემაზე: "როგორ გავუმკლავდეთ სტრესს" წაიკითხა. ფსიქოლოგის თქმით, ქვეყანაში სტრესის გამომწვევი  მრავალი  მიზეზი არსებობს და მისგან თავის დაღწევის ხერხებზე ისაუბრა.

 ლექციამ აუდიტორიის  დიდი ინტერესი გამოიწვია.  შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 

" შევეცდები სხვა დროსაც  დავესწრო მსგავსი სახის საჯარო ლექციებს. ნათია ფანჯიკიძე კი ძალიან მიყვარს, მაგრამ მისმა ლექციამ  მოლოდის გადააჭარბა“, - განუცხადა "ნიუპრესს" მარი ლეშქაშელმა. 

 შეხვედრის ორგანიზატორის,  ნატალი პატარიძის განცხადებით, ახალგაზრდულ ცენტრში მსგავსი ტიპის საჯარო ლექციები ტრადიციული ხასიათისაა.  "ჩვენ გასულ წელსაც გვყავდა მოწვეული  საინტერესო პიროვნებები და მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავს შეხვედრებს. ეს ლექციები  მომავალ თაობას და ჩვენი მედიასკოლის სტუდენტებს განვითარებაში დაეხმარებათ“, - აღნიშნა პატარიძემ

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა