|
  • EUR 1 = GEL 3.4817
  • USD 1 = GEL 3.0633
|

ნათია თურნავამ ქუთაისში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე საწარმოები მოინახულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საფრანგეთის ელჩთან ერთად ქუთაისში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარე საწარმოები მოინახულა.  მინისტრის განცხადებით, უცხოელი ინვესტორების მიერ დაფუძნებულ საწარმოები, რომლებიც გაფართოებას გეგმავვენ, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

"როდესაც ჩვენი ეკონომიკა იწყებს უკვე გახსნას, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვაქვს ასეთი საწარმოები, რომლებიც უცხოელი ინვესტორების მიერ არის დაფუძნებული და გეგმავვენ გაფართოებას. დღეს ჩვენ ვესტუმრეთ ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში ფრანგულ კომპანიას, რომელიც 2 წელია საქმიანობს საქართველოში.  მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ამ გლობალური კრიზისისა, ეს კომპანია გეგმავს გაფართოებას. დღეს ასაქმებენ 140-მდე, გაფართოების შედეგად დაასაქმებენ 200-მდე ადამიანს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საერთაშორისო ჯგუფის „Groupe Atlantic“-ის შვილობილი კომპანიის, „ატლანტიკ საქართველო“-დაფუძნებული საწარმომ,  რომელიც წყლის ელექტროგამათბობლებს აწარმოებს, საქართველოში საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. ინვესტირებულმა კაპიტალმა 2017 წელს 47,113,020 ლარი, ხოლო 2018-ში - 26,227,437 ლარი შეადგინა.

ამ ეტაპზე საწარმოში 135 ადამიანია დასაქმებული და ახალი პროექტების განსახორციელებლად კომპანიამ 23 ახალი თანამშრომელი დაიმატა.

კომპანიის სამომავლო გეგმები უკავშირდება ერთის მხრივ, წყლის ელექტროგამაცხელებლების წარმოების ზრდას, ხოლო პარალელურად ახალი მასშტაბური პროექტების დაწყებას: სტეატიტის (გამაცხელებელი ელემენტი) წარმოებას, კონვექტორის (რადიატორი) დამზადებასა და Bosch-თან თანამშრომლობას.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 54.35%
უარყოფითად - 41.3%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.35%
სულ - 46 ხმა