|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნახატები ჩარჩოს მიღმა

   მხატვარ ლადო თევდორაძის ნამუშევრებში, პირველ რიგში, ყურადღებას  იპყრობს  მკვეთრი და მრავალფეროვანი პალიტრა. ამ ფერადოვნებას თნ სითბო და სევდაც ახლავს. როგორ იქმნება ეს ნახატები, რა უდევს მათ საფუძვლად? -  „ნიუპრესის" კითხვებს მხატვარი თავად პასუხობს.

 

-როგორ იქმნება თქვენი ნახატები? რა არის მთვარი ფერწერული ნამუშევრის შექმნისას, კომპოზიცია, ფერ, თუ ივეს ერთად?

-ვარ ფერმწერი, რა თქმა უნდა,  ჩემი პალიტრა  მრავალფეროვანი უნდა იყოს. თუ რა უდევს საფუძვლად ნახატებს, ალბათ,  ცხოვრების შთაბეჭდილებები.  არ ვი, ასე  მეხატება და ვხატავ.  ფერწერული ნამუშევრისთვის ფერიც და კომპოზიციაც ორივე ნიშვნელოვანი. ფერით ვქმნი გარემოს, განწყობას,  კომპოზიციი კი თემატიურობას .

-თქვენს ნამუშევრებში ცოცხლობს იმერეთი, მისი პერსონაჟებით. ამის შესახებ რას იტყვით, რა დოზით არის თქვენს შემოქმედებაში წარმოდგენილი თქვენი მხარე, თქვენი ცხოვრების ადრეული ეტაპის შთაბეჭდილებები?

-ვიზრდებოდი იმერეთში,  ქუთაისში, ძირითადად, სოფელ ფარცხანაყანევში.  ერთი სიტყვით,  ბადაგივით ტკბილი ხანა გავატარე ქუთაისში. აქ იმდენი სითბო და სიყვარული მივიღე,  შეუძლებელი იქნება ფერადოვნებისა და კეთილი,  გულწრფელი განწყობის გარეშე გადმოცე ის შთაბეჭდილებები.

ქუთაისთან მაკავშირებს მეგობრები, ნათესავები, მოგონებები და დიდი სიყვარული. ქუთაისლობა ღირსებაა. მიყვარხართ, ქუთაისელებო!!!

-თქვენს ნამუშევრებში  თითქოს განსაკუთრებული ადგილი უკავია საადგომო თემატიკას, რით დაიმსახურა თქვენი,  როგორც ემოქმედის ყურადღება ამ თემამ, თავისი ფერადოვნებით, რელიგიური კუთხით, თუ ტრადიციების ჩვენების სურვილით?

-სამწუხაროდ, ბავშვობა გავატარე ათეისტურ,  საბჭოთა სახელმწიფოში. იკრძალებოდა რელიგია,  მიუხედავად ამისა,  ხალხში იყო დიდი სიყვარული აღდგომისა, რომელიც ვერც ერთმა დღესასწაულმა ვერ შეცვალა. მთელი წელი მიდიოდა მზადება, ბავშვებს ახალი სამოსით გვმოსავდნენ. საფლავზე გასვლა, წითელი კვერცხის გადაგორება,რასაც  ყველა გულწრფელად ზეიმობდა, ჩემს მეხსიერებაში დარჩა ულამაზეს მოგონებად.

 

  

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა