|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

NDI - გამოკითხულთა 44 პროცენტის აზრით, ახალი მთავრობა ძველებურად იმუშავებს

NDI-ის გამოკითხულთა 44%-ის აზრით, ახალი ადგილობრივი მთავრობა- საკრებულოები და მერიები იგივენაირად იმუშავებენ, როგორც მათი წინამორბედები.

  
გამოკითხულთა 34%- კი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს რომ უკეთესად იმუშავებენ,  12%-ის აზრით კი - უარესად. გამოკითხულთა 11% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

NDI-ის კითხვაზე, რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ხმების დათვლა სწორად მოხდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სწორად მოხდა, გამოკითხულთა 18 % აცხადებს, რომ სრულიად დარწმუნებულია, 35% - ნაწილობრივ დარწმუნებულია, 19% - ნაკლებადაა დარწმუნებული, 11% - საერთოდ არ არის დარწმუნებული, 17%-მა კი არ იცის. მათ ვინც მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა - 60% სრულიად დარწმუნებულია, 25% არ არის დარწმუნებული.

გამოკითხულთა 66% ამბობს, რომ მონაწილეობა მიიღო გასულ წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში (ცესკო-ს მონაცემებით აქტივობა იყო 45.86%), 33%-ის თქმით კი, მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა