|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლება პარლამენტის ძველი შენობის აღდგენას იწყებს

ხელისუფლება  თბილისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციას იწყებს. უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს ძველი შენობის რეაბილტიაცია ახალისგან განსხვავებით, 360 მილიონი არ დაჯდება.

როგორც ირკვევა, ხელისუფლებამ უვკე შეარჩია შენობის რეაბილიტაციის  პროექტზე მომუშავე  კომპანია.  ზვიად ძიძიგურის თქმით,   კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას შენობის რეაბილიტაციის კონცეფციაზე მუშაობის დაწყება უკვე შეუძლია. ამის შესახებ დეპუტატმა  დღეს, ბიუროს სხდომაზე ანაცხადა.

„პარლამენტის  ერთ-ერთი „ც“  კორპუსის  საძირკველი არის გასამაგრებელი. ამიტომ, ცალკე მიმდინარეობს კონკურსი, რომელიც გამაგრებითი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას გამოავლენს.  საგაზაფხულო სესიაზე ჩვენ თბილისში დაბრუნებას ვერ ვასწრებთ, ამიტომ, შენობა სრულად გარემონტდება. რადგან  სექტემბერში, საშემოდგომო სესიაზე უნდა გადავიდეთ თბილისში, გარემონტებულ შენობაში გადავალთ, თუ საკნსტიტუციო ცლივლებას უმცირესობის წარმომდგენლებიც დაუჭერენ მხარს,“ - ამბობს ძიძიგური.

დეპუტატის თქმით,  დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შემსრულებელი მშენებელი კომპანიის გამოსავლენად. რეაბილიტაციისათვის საჭირო  თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე ჩადებულია.

„ 7.5 მილიონი არის საჭირო სარემონტო და აღდგენითი სამუშაოებისათვის. ერთი ამდენი  არის საჭირო ავეჯისა და ტექნოლოგიების შესაძენად. საძირკვლის გამაგრების ხარჯები მას
შემდეგ გვეცოდინება, რაც პროექტი გვექნება. ყოველ შემთხვევაში შენობის რემოტი 360 მილიონი არ დაჯდება,“ - ამბობს ზვიად ძიძიგური.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა