|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამართალდამცავებმა ქუთაისის ინცინდენტის მონაწილეების დაკითხვა დაიწყეს

19 დეკემბერს, ქუთაისში,  „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან  მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს კითხავენ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სესიის დროს გააკეთა.

უსუფაშვილის განცხადებით, ინცინდენტთან დაკავშირებით სიმართლის დადგენის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ქუთაისის მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე და უმრავლესობის წევრი შალვა კიკნაველიძე, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა.

ქუთაისში ინცინდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ქალაქში ქვეყნის პრეზიდენტი იყო ჩამოსული. პრეზიდენტის გადადგომის მომხრეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მყოფ პრეზიდენტს გარეთ გამოსვლის სასუალება არ მისცეს.

მომხდართან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა გუბაზ სანიკიძემ, რომელმაც მომხდარი დაგმო და ძალოვნებისგან ფაქტის გამოძიება მოითხოვა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა