|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინცინდეტის მონაწილეების ბედზე შესაძლოა, სასამართლომ იმსჯელოს

ქუთაისში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს მომხდარ ინცინდენტში მონაწილეებს შესაძლოა, სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელები დააკისროთ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს, ბიუროს სხდომაზე გააკეთა. 

უსუფაშვილის თქმით, მომხდართან დაკავშირებით რეაგირებისათვის პარლამენტმა სამართალდამცავ უწყებებს მიმართა. ძალოვნების მხრიდან  დაწყებულია საკითხის სიღრმისეული შესწავლა.  გამოძიებამ ამ დროისათვის უკვე დაკითხა რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ინცინდენტში მონაწილეობდნენ.  

„არ არის გამორიცხული მომავალ კვირაში სასამართლომ  ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ იმსჯელოს.  ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც რაიმე ფორმით ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი პარლამენტარის მხრიდან ადგილი ჰქონდა მაპროვოცირებელ ქმედებებს. მოქალაქეებს  არცთუ  უსაფუძვლო გაღიზიანება აქვთ წინა ხელისუფლების ქმედებების გამო. პარლამენტის წევრების მხრიდან  მოქალაქეების მისამართით გინება არის დაუშვებელი. ჩვენ უნდა გვქონდეს მორალური უფლება რომ მივუთითოთ მოქალაქეებს,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინცინდეტი ქუთაისში 19 დეკემბერს მოხდა. ქალაქში ვიზიტად მყოფ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის გადადგომის მომხრეებმა  „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ოფისში ჩაკეტილი პრეზიდენტი ტერიტორიიდან დაცვამ გაიყვანა. რასაც შემდეგ მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა