|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უმრავლესობა ქუთაისის ინციდენტს პრეზიდენტის პროვოცირებულად მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, ქუთაისის ინციდენტი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ იყო პროვოცირებული.

„ბოლო დღეებში მომხდარმა მოვლენებმა როგორც პარლამენტი, ისე პოლიტიკური მხარეები კონფრონტაციულ რეჟიმში გადაიყვანა. პრეზიდენტის ქალაქში ჩამოსვლა იმ დღეს, როდესაც ტრაგედიას იხსენებდნენ, ქალაქის მერიასა და „ნაციონალების“ ოფისში გაკეთებული განცხადებები უპასუხიმსგებლო იყო. ეს იყო იმის დასაწყისი, რაც მას ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ქვეყანაში მეტად დაძაბოს ვითარება, გააღიზიანოს  საზოგადოება და პოლიტიკური მხარეები,“ - ამბობს საგანელიძე. 

საგანელიძე პრეზიდენტის იმ განცხადებასაც შეეხო, სადაც სააკაშვილმა პოლიციას უმოქმედობაში დასდო ბრალი და ძალოვნებს მოუწოდა უკანონო ქმედებებს არ დაემორჩილონ. საგანელიძის თქმით, პრეზიდენტის ქუთაისიდან გაპარვა პოლიციის დამსახურებაა.

უკვე ცნობილია რომ ძალოვნებმა ინციდენტთან დაკავშირებით 6 პირი უკვე დააკავეს. საგანელიძის თქმით, 6 დაკავებულიდან ერთ-ერთის წინააღმდეგ, რომელმაც პრეზიდენტის ესკორტს ქვა ესროლა (მაგრამ არ მოხვედრია), სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და პატიმრობა ემუქრება. დარჩენილი 5 ადამიანის შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე არის საუბარი.

საგანელიძე უმცირესობის დეპუტატ აკაკი მინაშვილის დასჯასაც მოითხოვს, რომელმაც მისი თქმით,  ქუთაისელებს აგინა.

„პოლიცია რომ უმოქმედო ყოფილიყო, პრეზიდენტი ვერ გაიპარებოდა ჯერ მერიის შენობიდან და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან.  ინციდენტში მონაწილე პირების გარდა, პარლამენტის დეპუტატის პასუხიმგებლობასაც ვითხოვ.  მან თავის თავს უფლება მისცა და ქუთაისელებს ლანძღვა-გინებით ელაპარაკა. მას ვინ მისცა ამის უფლება რომ ხალხს ასე ესაუბროს და გინებით მოიხსენიოს. წლების განმავლობაში ეს ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ პრივილეგირებულ კასტას მიეკუთვნებოდნენ და მათზე კანონი არ მოქმედებდა,“ - ამბობს საგანელიძე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა