|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტისათვის მოწყობილი ინციდენტის მონაწილეებს 100-100 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქში პრეზიდენტის ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტის მონაწილე 6 პირს 100-100 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

რაფიელ ლომთაძე, გიორგი ვარდანიძე, გიორგი ბოდოკია, შოთა ჟღენტი, ზაზა ადეიშვილი და თამაზ მახარეიშვილი სასამართლომ  წვრილმანი ხულიგნობის მუხლით გაასამართლა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულები ადვოკატის გარეშე იმყოფებოდნენ. ძალოვნები მათ დაჯარიმებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

ცნობილია, რომ ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა პირმა გიორგი ბოდოკიამ პრეზიდენტის ესკორტს ქვა ესროლა, თუმცა ქვა ადრესატამდე არ მისულა. უმრვლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ბოდოკიას შესაძლოა ამისათვის პატიმრობა დამუქრებოდა, თუმცა სხვების მსგავსად მასაც ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

როგორც ირკვევა,  ინციდენტში მონაწილე და ბრალდებული აღნიშნული  პირების მიმართ ძალოვნების მხრიდან საქმის გამოძიება დასრულდა.  

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს  ქუთაისში ჩამოსული პრეზიდენტი მოქალაქეთა პროტესტის გამო, „ნაციონალების“ ოფისიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. რადგან ადგილზე პრეზიდენტის გადადგომის მომხრეები იყვნენ მობილიზებული. საბოლოოდ, პრეზიდენტს დაცვამ უშველა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ოფისიდან გააპარა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა