|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი ახალი ნაძვის ხის მოლოდინში

ქუ­თა­­სი ახალ წელს ახალი ნაძ­ვის ხით შეხვდება. თუმ­ცა, ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხის ბედი ტენ­დე­რის შე­დეგ­ზეა და­მო­კი­დებული, რომ­ლის ვა­და დღეს იწუ­რება. მე­რი­ამ ახალი ნაძ­ვის ხის შე­სა­ძე­ნად ად­გი­ლობრი­ვი ბიუჯეტი­დან 100 000 ლა­რი გა­მოჰყო.

ად­გი­ლობრივ­მა თვით­მმარ­თვე­ლობამ ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხის შემსყიდ­ვე­ლი კომ­პა­ნი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად ელექ­ტრო­ნუ­ლი ტენ­დე­რი მიმ­დი­ნა­რე წლის 19 დე­კემბერს გა­მო­აცხადა, ხოლო უშუ­­ლოდ კომ­პა­ნიების მი­ერ  გა­ნაცხადის შე­ტა­ნა 20 დე­კემბერს და­იწყო.

„უ­მაღ­ლე­სი ხარისხის, ხელოვ­ნუ­რი, მე­ტა­ლი­სა და პლას­მა­სის კომბინი­რებული ნაძ­ვის ხე,  რომ­ლის სი­მაღ­ლე  არა­ნაკ­ლებ 17 მეტ­რის სი­მაღ­ლის უნ­და იყოს. ასე­ვე, ნაძ­ვის ხე დამ­ზა­დებული უნ­და იყოს არაწ­ვა­დი მა­სა­ლის­გან", - ასე­თია ტენ­დერ­ში გა­მარჯვებული კომ­პა­ნი­­სათ­ვის მე­რი­ის მი­ერ, 100 000 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ წაყენებული მოთხოვ­ნა. ელექ­ტრო­ნუ­ლი ტენ­დე­რის გზით გა­მოვ­ლე­ნილ­მა შემსყიდ­ველ­მა კომ­პა­ნი­ამ ნაძ­ვის ხის ქა­ლაქ­ში დად­გმა ხელ­შეკ­რუ­ლების გა­ფორ­მებიდან, სა­მი დღის ვა­და­ში უნ­და მოახდი­ნოს.

ქუ­თა­­სის მე­რი­ის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის უფ­რო­სის ლე­ვან ჭან­ჭა­ლე­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტებით, ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე ევ­რო­პუ­ლი  სტან­დარ­ტის იქ­ნება. თუ სად და­იდ­გმება ახალი ნაძ­ვის ხე მე­რია ამას სი­ურ­პრი­ზად ტო­ვებს.

ჩვენი ინ­ფორ­მა­ცი­ით,  კი ახალი ნაძ­ვის ხე, სა­ვა­რა­­დოდ, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ბულ­ვარ­ში, ფან­ტა­ნებს შო­რის გან­თავ­სდება.  რო­გორც კე­თილ­მოწყობის სამ­სახურ­ში გან­მარ­ტა­ვენ  ქა­ლა­ქის  მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხის მორ­თვა  მიმ­დი­ნა­რე  კვი­რას იგეგ­მება.

ვიდ­რე, ელექ­ტრო­ნუ­ლი ტენ­დე­რის გზით  ახალი, ევ­რო­პუ­ლი, 17 მეტ­რი­­ნი ნაძ­ვის ხის შემსყიდ­ვე­ლი კომ­პა­ნია გა­მოვ­ლინ­დება, მე­რი­ამ  „უკ­ვდა­ვი"  საახალ­წლო აქ­სე­სუ­­რებით ქუ­თა­­სის მორ­თვა­ზე უკ­ვე იზ­რუ­ნა. ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი ძვე­ლი და შე­კე­თებული აქ­სე­სუ­­რებით მო­ირ­თო. რო­მელ­თა აღ­საღ­დგე­ნად მიმ­დი­ნა­რე წლის ბიუჯეტი­დან 10 000 ლა­რი იქ­ნა გა­მოყოფი­ლი. 17 000 ლა­რი კი საახალ­წლო დე­კო­რა­ციების მონ­ტაჟის­თვის იხარჯება.

მათ შო­რის არის სა­მი ძვე­ლი ნაძ­ვის ხე, რომ­ლებიც ქა­ლა­ქის სამ უბან­ში უკ­ვე გა­ნა­თავ­სეს. მათ­გან ერ­თი, გა­სუ­ლი წლის ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე, რო­მე­ლიც ლ. მესხიშ­ვი­ლის სახელობის თე­ატ­რის წინ იდ­გა,  წელს ე.წ.  „ზას­ტა­ვა­ზე", კიკ­ვი­ძის ძეგ­ლთან არის „აღ­მარ­თუ­ლი". რად­გან, „ეს ნაძ­ვის ხე ქარ­მა და­­ზი­ანა, გა­დავწყვი­ტეთ აქ დაგ­ვედ­გა", - აღ­ნიშ­ნავს  ჭან­ჭა­ლე­იშ­ვი­ლი. გარ­და ამი­სა, ნაძ­ვის ხე  უკ­ვე დგას ქა­ლა­ქის რეაბილი­ტი­რებულ უბან­სა და მოს­წავ­ლე-ახალგაზ­რდობის პარ­კში.

ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ქუ­თა­­სი ახალ წელს  მოკ­რძა­ლებულად შეხვდება. მიუხედა­ვად იმი­სა, რო­გორც ამბობენ, 2013 წლის აღ­ნიშ­ვნას გრან­დი­­ზუ­ლად გეგ­მავ­დნენ. „გვინ­დო­და, მაგ­რამ სამ­წუხაროდ, ასე არ გა­მო­ვი­და", - ამბობს ჭან­ჭა­ლე­იშ­ვი­ლი.

თუმცა, ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის მიმ­დი­ნა­რე წლის ბიუჯეტი ქა­ლა­ქის საახალ­წლო კე­თილ­მოწყობის­თვის გა­სულ წელ­თან შე­და­რებით 130 000 ლა­რით აირს გაზ­რდი­ლი და ის 200 000 ლარს შე­ად­გენს. აქე­დან, 100 000 ლა­რი ახალი ნაძ­ვის ხის შე­სა­ძე­ნად იქ­ნა გათ­ვა­ლის­წი­ნებული, 50 000 ლა­რი ფე­­ერ­ვერ­კის­თვის. 10 000 ლა­რი - საახაწ­ლო აქ­სე­სუ­­რების აღ­დე­ნის­თვის, ხოლო 17 000 ლა­რი ქა­ლაქ­ში საახალ­წლო დე­კო­რა­ციების მონ­ტაჟის­თვის. გა­სულ წელს კი, ქა­ლა­ქის მე­რი­ამ ქა­ლა­ქის საახალ­წლო მორ­თუ­ლობის­თვის სულ 70 000 ლა­რი დახარჯა.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა