|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხორცის ფასი შესაძლოა გაორმაგდეს

ქუთაისში, საახაწლოდ შესაძლოა ხორცის ფასი გაორმაგდეს. ამის შესახებ, დღეს ქუთაისის შპს „ფარის“ ხორცის მოვაჭრებმა განაცხადეს.

როგორც ხორცის რეალიზატორები განმარტავენ, ხორცის გაძვირებას, „სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიის“ სააგენტოს ახალი მოთხოვნა გამოიწვევს. რომლის თანახმად, ხორცის რეალიზატორებმა, საქონელი აუცილებლად სასაკლაოზე უნდა დაკლან.

 „უკვე რამდენიმე კვირაა დადიან სურსათის უვნებლობის სამსახურიდან  და გვეუბნებიან, რომ სავალდებულოა საქონელი სასკლაოებზე  დავკლათ. ასევე, გვთხოვენ ფორმა ორს, რომელიც სასაკლაოებზე ფიზიკურად არ არსებობს. ამ  ფორმას  მხოლოდ სურსათის უვნებლობის სამსახური გასცემს და დამატებით ხარჯთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ხორცის ერთ–ერთი რეალიზატორი გია გულუა.

ირკვევა, რომ ქუთაისში ამ დროისათვის,  მხოლოდ ერთი სასკალოა, რომელიც ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს. ხორცის მოვაჭრეების განმარტებით კი, შეუძლებელია ყველა საქონლის ერთ სასკალოზე დაკვლა მოხდეს. „ყველა საქონელი რომ ერთ სასაკლაოზე დავკლათ, ამის ფიზიკური შესაძლებლობა არ არსებობს. გარდა ამისა, ჩვენთვის უფრო იაფია დაკლული ხორცის ჩამოტანა, ვიდრე ცოცხალი საქონლის ჩამოყვანა,“ – აღნიშნავენ შპს „ფარის“ ხორცის მოვაჭრეები.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ხორცის რელიზატორები, სასაკლაოებში საქონლის დაკვლის ვალდებულების მოხსნას ითხოვენ. ,,ვიდრე ეს სასაკალოების საკითხი არ მოგვარდება და ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, ხორცის ფასი 20 ლარამდე აიწევს, რაც მყიდველების შემცირებას და ხორცის დეფიციტსაც  გამოიწვევს“, – აცხადებენ ხორცის მოვაჭრეები.

ხორცის  რეალიზატორების მოთხოვნებს შპს „ფარის“ ადმინისტრაციაშიც ეთანხმებიან. „სასკლაოებში საქონლის დაკლვის ვალდებულების მოხსნა აუცილებლად უნდა  მოხდეს. რადგან  ჩვენს სავაჭრო ობიექტზე მოხვედრილი ხორცი შემოწმებულია და მას არანაირი ფორმა ორი არ სჭირდება“, – აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

ქუთაისის სასურსათო ბაზარზე ამ დროისთვის, ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ფასი 10 ლარს შეადგენს. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა