|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის ქუთაისში დარჩენას ითხოვენ

ქუთაისში მოქმედი ახალგაზდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის ქუთაისში დარჩენას ითხოვენ. ისინი, ასევე, გმობენ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, ქუთაისში მომხდარ ფაქტს. როდესაც ქალაქში ვიზიტად მყოფ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა საპროტესტო აქცია მოუწყო.

,,ქუთაისში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული სამარცხვინო აქცია პირდაპირ კავშირში იყო პარლამენტის ქუთაისში ყოფნა არ ყოფნის საკითხთან. ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ორგანიზებული მიზანმიმართული ქმედება. რათა საქართველოს დანარჩენ ქალაქებებში, ქუთაისზე ცუდი  წარმოდგენა დარჩენოდათ. თითქოს ქუთაისში ყველაზე დაბალი კულტურის მქონე საზოგადოება ცხოვრობს, რომლებიც არ იმსახურებენ, მათ ქალაქში პარლამენტი არსებობდეს“,– ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“  წევრი გიორგი ქურციკიძე.

ქუთაისში მომხდარი მოვლენების განხილვის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებს თავიანთი მთავარი მოთხოვნა გააცვნეს. ,,ჩვენი მიზანია პარლამენტი დარჩეს ქუთაისში და თბილისი არ იყოს ერთადერი ცენტრი საქართველოში. ამ კუთხით, ჩვვენ გარკვეულ აქტივობებს ვახორციელებთ“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფლების მხარდამჭერთა ცენტრის“ წარმომადგენელი ცოტნე ხარაზიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, მათ უკვე დაიწყეს ქუთაისში პარლამენტის დატოვების მომხრეთა ხელმოწერების შეგროვება. რომლის რაოდენობაც ამ დროისთვის 10 000–ს შეადგენს. 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა