|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი 100 000 ლარიან ნაძვის ხეს ვეღარ შეიძენს

ქუთაისისათვის ახალი ნაძვის ხის შესაძენად გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი შეწყდა.

შესყიდვების სააგენტოს მიერ ტენდერის შეწყვეტის გამო, ქუთაისის მერია საახალწლოდ ახალ ნაძვის ხეს ვეღარ შეიძენს. საუბარია 100 000 ლარის ღირებულების ნაძვის ხეზე, რომლის შესაძენად ქუთაისის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა. თანხაც ადგილობრვი ბიუჯეტიდან იქნა გათვალისწინებული.

სატენდერო პირობებით, ქალაქის ახალი, მთავარი ნაძვის ხე 17 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტენდერი შესყიდვების სააგენტომ შეწყვიტა. რის გამოც, გამოთავისუფლებული 100 000 ლარი სხვა მიმართულებით გადაამისამართეს. კერძოდ, აღნიშნული თანხა სკოლამდელი  აღზრდის დაწესებულებებს მოხმარდება.

ქუთაისში მთავარ ნაძვის ხეს კი გრილიანდებისგან ააწყობენ. 

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა