|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის მოცულობა  43 მლნ 107 ათასი ლარით განისაზღვრა. რაც მიმდინარე წლის სასტარტო ბიუჯეტთან შედარებით, 6 მლნ 707 000 ლარით  არის გაზრდილი.

ქალაქის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დღეს საკრებულომ წლის ბოლო სხდომაზე დამტკიცა.

2013 წელის ბიუჯეტში, მიმდინარე წლის მსგავსად, მთავარი აქცენტი ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითრებაზე გაკეთდა. აქედან,   კეთილმოწყობის ღონისძიებები 1975,5 ათასი ლარით ფინანსდება. კომუნალური მეურნეობის განვითარებისთვის 1 მლნ 900 000 ლარია გათვალისწინებული.  ამდენივეს შეადგენს პროგრამა „კორპუსის“ ბიუჯეტი. საკანალიზაციო სისტემების, ღვარსადენების, წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებებისთვის  –1000,0 ათასი ლარი არის განსაზრვრული. ხოლო შადრევნების მოვლა–პატონობა,  ექსპლუატაციისა და საახალწლოდ ქალაქის გაფორმების ღონისძიებებზე   300 000 –300 000 ლარი არის განკუთვნილი.

„მიმდინარე წელს ქუთაისის კეთილმოწყობის კუთხით სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქის კეთილმოწყობა უნდა შევაჩეროთ. სწორედ, ამიტომ მნიშვნელოვანია წინ წავიწიოთ ამ კუთხით“, – აღნიშნეს საკრებულოს  სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლებმა.

საკრებულოს სხდომაზე 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს  მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ქრისტიან–დემოკარტების“ წარმომადგენლებმა. „ეს არის 2013  საპრეზიდენტო არჩევნებზე მორგებული ბიუჯეტი. ვფიქრობ,  „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ემზადება საპრეზიდენტო არჩევნებისათვის“, – განაცხადა   სხდომაზე   ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარემ გიორგი შავგულიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ 2013 წლის ბიუჯეტი პროგრამულია, რაც პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.

თუმცა, როგორ ირკვევა, ბიუჯეტის პროექტის  გაზრდა სოციალურ პროგრამებზე   არ ასახულა.  43 მლნ–იანი ბიუჯეტიდან ჯანმრთელობის დაცვას – 890 000 ლარი მოხმარდება (2012 წელი 1მლნ 070 400ლარი იყო განკუთვნილი),  სოციალურ  დაცვას – 1 მლნ 4950 ლარი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებას – 150,0 ათასი ლარი. მატერიალური დახმარების ბიუჯეტი 250 000 ლარს შეადგებს, სამედიცინო დახმარება – 380 000 ლარით არის დაფინანსებული, ხოლო  მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგარმისთვის  მხოლოდ –180 000 ათასი ლარი დაიხარჯება.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა