|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღია დაპირისპირება ქუთაისის მერიაში

„ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ადგილი აქვს უპრეცედენტო საშტატო მატებას. არ არის დაცული თვითმმართველი ერთეულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები. მათ შორის,  საჯარო სამსახურის უპარტიობა და თანაბარი პირობები. აშკარაა უპასუხისმგებლობა, უკონტროლობა და უდისციპლინობა. ამიტომაც ამჯერად, საჯარო ფორმით მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს და ხელმძღვანელებს, მერიაში მიმდინარე პროცესების აწ უკვე არაფორმალურ შემოქმედებს და სულის ჩამდგმელებს, ნუ წავლენ სახელმწიფოს, სინდისისა და ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული პროფესიონალების წინააღმდეგ“ – ეს განცხადება ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ თოფურიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, არანაირი აუცილებლობა არ არსებობს მერიაში შტატების გაზრდის. გარდა ამისა, თოფურიძე მერიაში დასაქმებულ პირთა არაპროფესიონალიზმზე საუბრობს: „თანამდებობეზე დღემდე კონკურსის გარეშე ინიშნებიან არაკვალიფიციური ადამიანები“.

თენგიზ თოფურიძემ ბრიფინგზემ, კოლეგებს ცენტარალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენაც მოუწოდა. რადგან, „არ არსებობს არანაირი ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობა წავიდეს თანამშრომლობაზე ცენტარალურ ხელისუფლებასთან“,   – აცხადებს ის.   

აპირებს  თუ არა ის რაიმე ფორმით ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ან ხომ არ გეგმავს მმართველი გუნდში გადასვლას? აღნიშნულთან დაკავშირებით, თოფურიძე განმარტავს, რომ: „ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა  ჩემს კომპეტენციაში არ შედის  და არც ვაპირებ. რაც შეეხება,  კოალიციაში გადასვლას, მე არც ერთი პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ“, – განაცხადა თენგიზ თოფურიძემ.
ქუთაისის თვითმმართველობაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ ამ დროისთვისათვის 665 შეადგინა.  ამას ემატება  პროგრამა „კორპუსისა“ და მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურში დასაქმებულებთა ახლადგაზრდილი შტატები, რომელიც ჯამში  150 პირს შეადგენს. საერთო ჯამსი კი მერიაში 815 ადამიანია დასაქმებული. თავის მხრივ, შტატების მატებამ  სახელფასო ფონდიც გაზარდა, რომელიც 2013 წლისათვის 7 მლნ 145 ათას ლარით არის განსაზღვრული.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა