|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მეორედ დააპატიმრეს

ვანის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დავით კაკაბაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.  კაკაბაძეს ბრალი ყალბი დოკუმენტაციის  დამზადების წახალისებაში ედება,  რაც 2 წლიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით,  კაკაბაძემ საკრებულოს მოვალეობის შემსრულებელი და ამავე საკრებულოს აპარატის უფროსი ყალბი დოკუმენტების წაქეზებაში დაადანაშაულა.  რის შემდეგაც ვანის საკრებულოს ბალანსზე მყოფი „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანა ვანის მაჟორიტარის პაატა ლეჟავას ბიუროს  გადაეცა. 

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე გამოძიება კაკაბაძეს ვანელი ბიზნესმენის ცემას ედავებოდა. ის მიმდინარე წლის 9 დეკემბერს სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

პროკურატურის მიერ კაკაბაძის მეორედ დაკავებას მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი პაატა ლეჟავა პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს. მისი თქმით, კაკაბაძის სამართლებრივი დევნის მიზნით პროკურატურამ ახალი ბრალდება შეთითხნა.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა