|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელექტროენერგიის ტარიფი 1 იანვრიდან შემცირდება

1 იანვრიდან, ელექტროენერგიის საფასური 0,3 თეთრით შემცირდება. აღნიშნულის შესახებ დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა. ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ სემეკის 2008 წლის მიღებულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის საფასური 0,3 თეთრით დაიწევს. პროექტი დამტკიცებულია და ჩვენ ხელშეკრულება  ,,ენერგო პროსა“   და ,,თელასთან“ დავდეთ“, – ამბობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი. მისივე თქმით, ტარიფების შემცირება არ შეეხება მხოლოდ კახეთს.

აღსანიშნავია ისიც, რომ შემცირებული ტარიფები არ შეეხება მათ, ვინც თვეში ელექტროენერგიის მოხმარებას 300 კილოვატს გადააჭარბებს.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა