|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიასთან ბომბს ეძებენ

ქუთაისის მერიასთან სამართალდამცავები ამ წუთებში ბომს ეძებენ.

როგორც ირკვევა ქალაქის მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვამ დილით, დაახლოებით 08:00 საათიდან 08:30 საათამდე,  იმერეთის გუბერნატორის მოადგილის ზაზა კიკნაველიძის მანქანასთან  გაურკვეველი ნივთი შეამჩნია, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

ამ დროისათვის ძალოვნები ტერიტორიაზე მოკვლევას აწარმოებენ.  ხოლო სენაკიდან გამნაღმველებს ელოდებიან, რომლებიც გზაში იმყოფებიან.

უცნობი ნივთი დაცვის სამსახურმა მერიის ადმინისტრაციული შენობის უკანა შესასვლელთან შეამჩნია. შემთხვევის ადგილი ამ დროისათვის გადაკეტილია. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა