|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიასთან გაურკვეველი ნივთის შესამოწმებლად განმაღველები ამ დრომდე არ მისულან

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის ირგვლივ ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ქალაქის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები. ისინი სენაკიდან გამნაღველებს ელოდებიან.

,,ვერ გეტყვით რამდენად რეალურად საშიშია ეს ნივთი. ველოდებით გამნაღველებს, რომლებიც ამას დაადგენენ",- ამბობს ქუთაისის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი მდინარაძე.

იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, ზაზა კიკნაველიძის მანქანასთან,  მცირე ზომის საეჭვო ნივთი, მერიის დაცვის თანამშრომლებმა დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათიდან 08:30 საათამდე შეამჩნიეს. ის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის მიუხედავად, მერიის ყველა თანამშრმელი შენობაში იმყოფება და მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ. ,,ეს არის ტექნიკური პროცედურა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით ხორციელდება. ეს პროცესები არ დაწყებულა  გუბერნატორის ან ეჭვის ან განცხადების საფუძველზე.  მერიაში ყველა თანამშრომელი ჩვეულებრივ მუშაობს,"-  ამბობს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზეინაბ ხაჩიძე.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა