|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეატრალური კვირეული ქუთაისში

2013 წლის 7–იანვირდან 15 იანვრის ჩათვლით ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში თეატრალური კვირეული გაიმართება.

კვირეული ქართული თეატრის დღეს ეძღვნება. რომელიც საქართველოში 14 იანვარს აღინიშნება.

„თეატრალური ტრადიციების პოპულარიზაციისა და ამ განხრით კულტურული ცხოვრების გააქტიურების მიზნით ქალაქს ეწვევა წამყვანი თეატრალური დასები“, - ამბობს მერიის კულტურის სამსახურის კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნატალი პატარიძე.

კვირეულს 7 იანვარს კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნის სპექტაკლით „კოტე მარჯანიშვილი“.

 8 იანვარი ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაეთმობა წარმოდგენით, „პანთეონი“.

მომდევნო დღეებში მესხიშვილის თეატრის სცენას დაიკავებენ: მ. თუმანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, სპქტაკლით „7პ.პ“; სოხუმის დრამატული თეატრი, წარმოდგენით -„გუშინდელნი“; ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, „უსასრულობის ათვლა დაიწყო“.

14 და 15 იანვარი მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრს და რუსთაველის თეატრს დაეთმობათ ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებების ინსცენირებით  -„გაყრა“ და „ კაცია- ადამიანი?!“

კვირეულზე ასევე წარმოდგენილი იქნება გამოფენათა სერია, რომელიც ასახავს ქართული თეატრის ისტორიას.

მსგავსი კვირეული ქუთაისში პირველად იმართება. მას ორგანიზება ქალაქის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილებამ გაუწია.

სპქტაკლები 18:00 საათზე დაიწყება, დასწრება მოსაწვევებით იწარმოებს. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა