|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საპირფარეშოები გაძარცვეს

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და ე.წ. წითელ ხიდთან მდებარე საპირფარეშოებში მძარცველებმა თანხის მიმღები აპარატები გატეხეს და თანხა წაიღეს. 

ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი სპეცაილისტის ზაალ კუხიანიძის თქმით, აღნიშნული საპირფარეშოები ქალაქის მერიის ბალანსზე არ იმყოფება, წყალმომარაგების კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა საზოგადოებრივი ტუალეტების გაძარცვის ფაქტი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.

"თანხის მიმღები აპარატების გაძარცვის გარდა, დაზიანებულია ინტერიერიც. ერთი საპირფარეშო მუშაობდა და გაძარცვის  შემდეგ დალუქეს, ხოლო მეორე ტუალეტს გასახსნელად ვამზადებდით. მასალები გადავეცით სამართალდამცავებს. ცუდია, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება," - ამბობს ზაალ კუხიანიძე.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა