|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ალილოს ტრადიციული საზიემო მსვლელობა მოეწყო

7 იანვარს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ალილოს ტრადიციული საზეიმო მსვლელობა მოეწყო.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილი მეალილოეები დალოცა.

ალილოს მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩები ხარ-ურმის საშუალებით შემოიარეს და  მოქალაქეებისაგან ფული და  ტკბილეული შეაგროვეს. მსვლელობაში მონაწილეებს შემოწირულობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც გადასცეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის იოსებ კენჭაძის თქმით, შობის დღეს მსგავსი მსვლელობა ტრადიციულ ხასიათს ატარებს. როგორც კენჭაძე ამბობს, საზეიმო მსვლელობით შეგროვებული სურსათ–სანოვაგე მოხუცთა პანსიონატს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადაეცემა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა