|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში შვილის მკვლელობის შემდეგ მამამ თავი მოიკლა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითში 80 წლის პავლე მჟავანაძემ საკუთარი შვილი, 41 წლის რომან  მჟავანაძე მოკლა, ხოლო შემდეგ თავი ჩამოიხრჩო.

როგორც გარდაცვლილების ახლობლები აცხადებენ, მამა–შვილს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და შელაპარაკება ხშირად ხდებოდა.

ოჯახის  ერთ–ერთი ახლობელის თქმით, შემთხვევა მამა–შვილის მორიგ კონფლიქტს მოჰყვა.

„შვილი მეზობელთან იყო გადასული. სახლში რომ დაბრუნდა, თან ის მეზობელიც დაპატიჟა. მამამისი კი ამ მეზობელთან ნაჩხუბარი იყო და არ ელაპარაკებოდა. ამის გამო პავლე მჟავანაძემ მეზობელი სახლიდან გააგდო, რამაც მისი შვილის უკმაყოფილება გამოიწვია. მამა–შვილს შორის ჩხუბი მოხვდა, რის შემდეგაც მამამ შვილს დანა ტერფის არეში დაარტყა, ხოლო როცა გააცნობიერა, რომ საკუთარი შვილი მოკლა, თავი მოიკლა,“ – ამბობს გარდაცვლილების ერთ–ერთი ახლობელი.

გარდაცვლილი მამა–შვილის ახლობლების განცხადებით, დაჭრილი  რომან მჟავანაძე საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

„პოლიცია რომ მოვიდა და დამნაშავე მამა უნდა დაეჭირათ, პავლე მჟავანაძე თავის ოთახში ჩამომხრჩვალი პოლიციელებმა იპოვეს,“ – ამბობენ გარდაცვლილების ახლობლები.

გარდაცვლილი რომან მჟავანაძე დაოჯახებული არ იყო. მჟავანაძეებს ოჯახში დედა და ძმა დარჩათ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა