|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყოფილ "ქრისტიან-დემოკრატს" "ნაციონალებმა" ფული გადაუხადეს?!

"ქრისტიან-დემოკრატ" გოგიტა გოგელაშვილს "ნაციონალებში" გადასვლისათვის ფული გადაუხადეს. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქუთაისის" ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე  საუბრობს.

მღვდელაძის თქმით, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ დატოვებისა და "ნაციონალებთან" შეერთების გადაწყვეტილება გოგელაშვილმა იმერეთის გუბერნატორთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.

მამუკა მღვდელაძის თქმით, როდესაც გოგიტა გოგელაშვილმა პირველი ბრიფინგი გამართა და ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება გაახმოვანა, იმ დღეს მი სახელზე „ვითიბი ბანკში“ ანგარიში გაიხსნა.

"არ ვიცი რამდენად გაიყიდა, მაგრამ ფაქტია რომ გაიყიდა. გოგელაშვილისათვის  ჩარიცხული თანხის რაოდენობა ჩემთვის უცნობია. ასეთი ადამიანები ყოველთვის არიან ერთჯერადი გამოყენების საშუალებები. პოლიტიკა არ არის სავაჭრო დახლი, რომ რაღაცა იყიდო და გაყიდო. პოლიტიკური პარტია, რომელიც სხვის მილიონებს ითვლიდა, ვიყიდე-გავყიდეს პრაქტიკას თავად არ უნდა ამკვიდრებდეს. დარწმუნებული ვარ, გოგელაშვილი ნანობს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლა გვიანია," - აცხადებს მამუკა მღვდელაძე.

როგორც მამუკა მღვდელაძე ამბობს, გოგელაშვილის წინააღმდეგ "ნაციონალებს" ან კომპრომატები უნდა ჰქონოდათ, ან კიდევ - ფული გადაეხადათ.

მღვდელაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას არ ადასტურებს გოგიტა გოგელაშვილი.

"ყველა ადამიანი, როგორც აზროვნებს, როგორც წარმოუდგენია ისე აკეთებს განცხადებებს. ეს არის ჭორზე აგებული განცხადება და თვითონვე ხვდება ამას. ეს არის სისულელე და რა კომენტარი უნდა  გავაკეთო. მამუკა მღვდელაძე ის ადამინია, რომელსაც ვიყიდე-გაყიდეს მეტი არაფერი ელანდება," - ამბობს გოგიტა გოგელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გოგიტა გოგელაშვილმა გასულ კვირას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" დატოვა და "ნაციონალებს" შეუერთდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გოგელაშვილს ქუთაისში ვიზიტად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტიც შეხვდა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა