|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩახუტების დღე ქუთაისშიც აღინიშნა

"ყველას გვჭირდება ჩახუტება“, "Free Hug“,  – ამ სლოგანებით, ჩახუტების დღე ქუთაისშიც აღინიშნა.

ჩახუტების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა N1 სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ქუჩაში გამვლელ უცნობებს ჩახუტებას სთავაზობდნენ. ,,ჩვენ მშვიდობიანი აქციით გვინდა ყველას მივულოცოთ ჩახუტების საერთაშორისო დღე და მოვუწოდებთ ყველას ერთმანეთს ჩაეხუტონ,“– ამბობს აქციის ორგანიზატორი თიკო ასათიანი.

შეგახსენებთ, რომ ჩახუტების დღე 21იანვარს, ტრადიციულად, მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ჩახუტების ნაციონალური დღე, 1986 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა. ამ დღის დამაარსებელი კი კევინ ზაბორნია გახლავთ. 

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა