|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„კორპუსი“ მიმდინარე წელს მკაცრი კონტროლის ფონზე განხორციელდება?

ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროგრამა „კორპუსს“  ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით შეუმცირეს. მიმდინარე წელს პროგრამის დაფინანსება 1მლნ  900 000 ლარით განისაზღვრა.

მაღლივი საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დაზიანებული წყალ–კანალიზაციის კომუნიკაციების აღდგენა,  სადარბაზოების კეთილმოწყობა, ლიფტების აღდგენა–რეაბილიტაცია,  მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში ბეტონის საფარის მოწყობა – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალია, რომლის განხორციელებას მიმდინარე წელს ქუთაისის მერიის საბინაო მართვისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სამსახური პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში გეგმავს.  

„ჩვენ წელს მხოლოდ ამ პროექტებს განვახორციელებთ. რადგან, მეტის საშუალებას პროგრამის ბიუჯეტი არ იძლევა. აქცენტი იმ პროგრამებზე გავაკეთეთ, რომლის მოთხოვნა  და საჭიროება  მოსახლეობის მხრიდან იყო“,  – განმარტა  მერიის საბინო  მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა კახაბერ ხვარეშიამ, რომელმაც დღეს ნიკეას ქუჩაზე „კორპუსის“ ფარგლებში შესრულებული სამუშაოები  დაათვალიერა.

ნიკეას ქუჩაზე (მეორე შესახვევეის N56–ში) მდებარე მაღლივ  საცხოვრებელ ეზოში „კორპუსის“ ფარგლებში ბეტონის გზის საფარის დაგება და ლიფტების აღდგენა მოხდა. მრავალსართულიანი კორპუსის გადახურვა კი, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განხორციელდა.

როგორც საბინაო სამსახურის უფროსი განმარტავს, „კორპუსის“ ფარგლებში შესრულებულ თუ მიმდინარე  სამუშაოებს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებთან ერთად, ეტაპობრივად დაათვალიერებს.  ხვარეშიას  განმარტებით,  მისი მხრიდან სამუშაოებზე მონიტორინგის მიზანი –  „კორპუსის“ ბიუჯეტის გამჭვირვალე და მიზნობრივი ხარჯვაა.

საბინაო სამსახურის უფროსმა „კორპუსის“ მონიტორინგის გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღო, რაც პროგრამის მისამართით სხვადასხვა ბრალდება გაჟღერდა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ადგილიბრივ თვითმმართველობას „კორპუსის“ საარჩევნო და პარტიული მიზნების გამოყენებაში და პროგრამის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდნენ. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა