|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის ახალ უფროსს არჩევენ

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ანდრო ლოსაბერიძე შესაძლოა, შეიცვალოს.

განათლების სამინისტრომ აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.  რესურსცენტრის ხელმძღვანელობის მსურველ პირებს განაცხადების წარსადგენად ვადა მიმდინარე წლის 5 თებერვლამდე აქვთ.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოქმედი ხელმძღვანელი ანდრო ლოსაბერიძე ამბობს, რომ ის ამ დრომდე ჩვეულ რეჟიმში საქმიანობს. ლოსაბერიძის თქმით, სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ ყველა იმ რესურსცენტრს ეხება, სადაც  მოვალეობის შემსრულებლად ხელმძღვანელი პირები კონკურსის გარეშე არიან დანიშნული.

„მე რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ამჟამად ხელმძღვანელი პირების კონკურსის წესით შერჩევა მიმდინარეობს. კონკურსის ვადა 5 თებერვალს იწურება. მასში მონაწილეობის მიღებას რა თქმა უნდა ვაპირებ,“ – ამბობს ლოსაბერიძე.

ანდრო ლოსაბერიძე ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 2011 წლის ნოემბერში დაინიშნა, მანამდე მას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის უფროსის პოსტი ეჭირა. ის ასევე, გახლდათ ქუთაისის საკრებულოს 2006–2010 წწ.  მოწვევის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

 განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რესურსცენტრების ხელმძღვანელები თანამდებობებს ინარჩუნებენ, თუმცა კონკურსის შედეგად მათ ადგილს კონკურსგავლილი პირები დაიკავებენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა