|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მაჟორიტარს უკმაყოფილო მოქალაქე პარლამენტთან ოჯახით დახვდა

ქუთაისის მაჟორიტარს გუბაზ სანიკიძეს მოქალაქე ტყუილში ადანაშაულებს. ნინო კუბლაშვილმა, რომლის შვილსაც მაჟორიტარი დახმარებას დაპირდა, დღეს  უკმაყოფილება პარლამენტთან  გამოხატა, სადაც სანიკიძეს ოჯახით დახვდა.

ნინო კუბლაშვილის თქმით, მისი შვილი დათო კუბლაშვილი პირველი ჯგუფის ინვალიდია. კუბლაშვილი დიალიზზე იმყოფება, ხოლო სხეულის ორგანოები დაშლის პირას აქვს.

როგორც ნინო კუბლაშვილი ამბობს, მათ  დახმარება ქვეყნის პრეზიდენტს სთხოვეს, რომლის მითითებით კუბლაშვილების ოჯახს 18 000 დოლარი დაერიცხა.

„ამ ფულით საბუთები  შევაგროვეთ და ჩემი შვილი მინსკში გავუშვით, რომ იქ  თადარიგი დაეჭირა და როგორც კი თირკმელი გამოჩნდებოდა,  ოპერაცია გაეკეთებინა. ხელისუფლება რომ შეიცვალა, დახმარებისთვის გუბაზ სანიკიძეს მივმართე. რომელმაც მითხრა, რომ უცილებლად დამეხმარებოდა და როგორც კი თრიკმელი გამოჩნდებოდა,  ფულს გადარიცხავდა. თუმცა მოიტყუა. ახლა როდესაც შევხდი, მითხრა, შენმა შვილმა იცრუა და მე დახმარებას არ დავპირებივარო,“ - ამბობს ნინო კუბლაშვილი.

ნინო კუბლაშვილის  თქმით, მაჟორიტარის დახმარების იმედით, მისმა შვილმა მინსკში უკვე გაიკეთა ოპერაცია და მიმდინარე კვირას უნდა გამოწერონ, თუმცა ვიდრე სავამდყოფოს დატოვებს, მანამდე 38 000 დოლარი უნდა გადაიხადოს. 

„თავიანთ შვილებს რომ დასჭირდეთ ქვას გატეხავენ. ყველაფერი სიმართლეა შვილებო. ახალგაზრდა შვილი მეღუპება.  შენმა შვილმა მოიტყუაო.  შეიძლება ასეთი ტყუილი?,“ - ამბობს ნინო კუბლაშვილი.

კუბლაშვილების  ოჯახის მიმართ  ბრალდებები აქვს თავად მაჟორიტარსაც. 

„მას პროცედურები ჯანდაცვის სამინისტროსთან უნდა გაევლო, თუმცა მოკლედ გადაწყვიტა საქმის მოგვარება, სამინისტროს გვერდის ავლით წავიდა მინსკში და გაიკეთა ოპერაცია.  გაიკეთა თუ არა ისიც საკითხავია.  ფულს რომ ითხოვს ახლა, ეს არის შანტაჟი სახელმწიფოს მიმართ,“ - ამბობს გუბაზ სანიკიძე.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა