|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგა ხაჩიძე: „პარლამენტში რომ არ გიშვებენ, ხანჯალი რატომ არ გიკეთიაო“

დეპუტატების ჩაცმულობაზე შეზღუდვები წესდება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს პროტოკოლურ-საქმიანი ან ეროვნული.

კანონპროექტის ავტორი უმრავლესობის წევრი ბიძინა გუჯაბიძეა.

როგორც დოკუმენტის განმარტებით  ბარათშია აღნიშნული, მისი მიღების მიზანი ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა-პოპულარიზაციაა.

„კანონპროექტის მიღების მიზეზია ის, რომ სხდომათა დარბაზში მყოფი პირებისათვის შესაძლებელი გახდეს ეროვნული სამოსით ყოფნა,“  -ნათქვამის განმარტებით ბარათში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დეპუტატების ჩაცმულობასთან დაკავშირებით ხუმრობად მიიჩნევს.

 „პროტოკოლური ჩაცმულობა პარლამენტში უვკე არის დამკვიდრებული, პიჯაკს თუ კოსტუმს ეხება. ყოველდღე თუ ჩოხა-ახალუხით ვიარეთ, ზამთარში ნაბდებით, გარეთ შემოსასვლელში ცხენები დავაბით, თავლა გავხსენით და თივა დავუყარეთ, ძალიან სასაცილო გამოვჩნდებით,  განსაკუთრებით ბუსუსებიანი პრეზერვატივების შემდეგ. მგონია რომ იხუმრეს.  ვფიქრობ, არ გავხდები იძულებული ჩოხა შევუკვეთო სადმე, პარლამენტში რომ არ გიშვებენ ხანჯალი რატომ არ გიკეთიაო,“ - ამბობს გოგა ხაჩიძე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა