|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი თევდორაძე: „თუკი კანონპროექტი ამ სახით ამოქმედდება, კოლაფსის წინაშე აღმოვჩნდებით“

საბავშვო ბაღების უფასო მომსახურებასთან დაკავშირებით, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების გამო, უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი თევდორაძემ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა.

„მინდა განმარტება გავაკეთო იმ განცახდებათან დაკავშირებით, რომელიც გუშინ თინა ხიდაშელმა გააკეთა, რომ  მე თითქოს  ვარ წინააღმდეგი უფასო იყოს სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვების მიყვანა. მივესალმები  თუკი უფასო იქნება  ეს სერვისი. მაგრამ მე მაინტერსებს დაფინანსების წყაროები“, - განაცხდა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა და ქუთაისის ყოფილმა მერმა გიორგი თევდორაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის სათაო ოფისში  თევდორაძემ საგანგებოდ გაკეთებული განცხადებით განმარტა, რომ სკოლამდელი დაწესებულების უფასო მომსახურებისთვის საჭირო თანხების მოზიდვა ცენტარალური ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. რადგან, მისივე თქმით, შეუძლებელია  ქუთაისის ადგილობრივმა ბიუჯეტმა უზრუნველყოს საბავაშვო ბაღების უფასო მომსახურება.

 „ჩვენი წინარე  გათვლებით ამას სჭირდება დაახლოებით 3 მილიონი ლარი. ამის შესაძლებლობა კი ადგილობრივ ბიუჯეტში არ არის. თუკი, კანონპროექტი ისეთი სახით ამოქმედდება, როგორადაც ახლა არის წარმოდგენილი, კოლაფსის წინაშე დავდგებით და ბავშვები ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებიან. ვფიქრობ, რომ ეს არის პოპილისტური კანონპროექტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებასთან“, - აღნიშნა გიორგი თევდორაძემ.  მისივე თქმით,  უმრავლესობას აღნიშნული კანონპროექტი თბილისისა და საგარეჯოს მაგალითზე აქვს მომზადებული. „მე, როგორც ჩახედული ამ სფეროში,  ძალიან კარგად ვიცი,  რომ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამის გაკეთება შეუძლებელია“, - განმარტა საპარლამეტო უმცირესობის წევრმა გიორგი თევდორაძემ.

შეგახსნებთ, რომ გუშინ, პარლამენტში თინა ხიდაშელის მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა, რომელიც  საბავშვო ბაღების უფასო მომსახურებას ითვალისწინებს, უმცირესობა-უმრავლესობის დაპირისპირება გამოიწვია.

კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის წევრმა  გიორგი თევდორაძემ განაცხადა, რომ ქუთაისის ბიუჯეტიდან ბაღების დაფინანსება ვერ მოხდებოდა და ხელისუფლებიდან  ტრანსფერის გამოყოფა მოითხოვა. თევდორაძეს უმრავლესობიდან ზურაბ ტყემალაძემ უპასუხა. ტყემალაძის თქმით, ქუთაისის მერიას პარლამენტის შენობის მშენებლობაზე 68 მილიონის დახარჯვის ნაცვლად, საბავშვო ბაღები უნდა მოეწესრიგებინა.

ქუთაისის სკოლემდელი დაწესებულების ააიპ გაერთიანებში 35 საბავშვო ბაღი შედის, სადაც 8 000-მდე აღსაზრდელია. 

ავტორი: თეკლა მორგოშია