|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წიგნების თაობა"

ახალგაზრდებში წიგნის პროპაგანდის მიზნით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა" და "ზუმის"ერთობლივი პროექტის – "წიგნების თაობა" პრეზენტაცია მოეწყო. პროექტი მიზნად ისახავს, ახალგაზრდებს შორის კითხვის პროპაგანდას.

პროექტი ექვსკვირიანია.  "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და "ზუმი", უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ პორექტში  და  გამარჯვების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში, მიიღონ 300 ლარიანი სტიპენდია. პროექტის ფარგლებში, დარეგისტრირებულმა 51 გუნდმა და ინდივიდუალურმა მოთამაშემ, 6 კვირის განმავლობაში (7 მაისიდან 18 ივნისამდე), საკუთარი რესურსებით უნდა ჩაატაროს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" და მისი პროდუქციის PR კამპანია.

პროექტის ფარგლებში, ერთ–ერთმა მონაწილე გუნდმა – "იგრძენი წიგნის გულისცემა", პირველი კვირა ქუთაისს მიუძღვნა. გუნდის მიზანია, მაქსიმალურად დადებითად, ოროგინალურად და კრეატიულად წარმოაჩინოს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" და მისი წიგნები ქუთაისში, გაზარდოს ცნობადობა და ხელი შეუწყოს ქუთაისელ ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პროპაგანდას.

"ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტები ის ადგილებია, სადაც ბევრი სტუდენტი სწავლობს და ჩვენი მოწოდება, სწორედ, მათ შორის უნდა გაჟღერდეს. პირველი კვირა, ქუთაისში ავირჩიეთ, სხვა ქალაქებშიც ვგეგმავთ ჩასვლას. გამომცემლობისგან არ გავაქვს უფლება წიგნები გავყიდოთ, ამიტომ მხოლოდ გათამაშება შეგვიძლია," – აღნიშნა "იგრძენი წიგნის გულისცემას" გუნდის წევრმა კობა გუწაძემ.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. შეხვედრის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მოხდეს წიგნების პოპულარიზაცია და გაიზარდოს წიგნთან ურთიერთობის სიმჭიდროვე მკითხველსა და წიგნის ავტორებს შორის. მოხარული ვარ, რომ პირველი წერეთლის უნივერსიტეტია, სადაც შეხვედრა ტარდება" – ამბობს სტუდენტი ირაკლი კურტანიძე.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე