|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვახტანგ ბალავაძე: „ქუთაისის მერის ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვქვეშ არ დგას“

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას,  მერის დანიშვნის კანონიერებასთან დაკავშირებით, გაასაჩივრებს. ამის შესახებ იმერეთის მხარის გუბერნატორმა ვახტანგ  ბალავაძემ newpress.ge-სთან საუბარში  განაცხდა.

„ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. რადგან, სასამართლოს მიერ მიღებული რეზოლუციის გარდა, უნდა იყოს არგუმენტირებული თუ რის მიხედვით მოხდა გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, სასამართლოს მიერ  მიღებული გადაწყვეტილებით ქუთაისის მერის ბესიკ ბრეგაძის ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვქვეშ არ დგას. ქალაქის მოქმედი მერი რჩება თანამდებობაზე“, - განაცხდა ვახტანგ ბალავაძემ.

მისივე თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მერის არჩევის დროს დარღვეული პროცედურული საკითხების გამოსწორებას ითვალისწინებს და არა კონკურსის დანიშვნას. რადგან, ვახტანგ ბალავაძის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ სცნო მერის პოსტზე მხოლოდ კონკურისის გამოცხადების საკითხი.

„სასამართლომ საკრებულოს განკარგულება ანუ თანხმობა მერის დანიშვნის თაობაზე ნაწილობრივ სცნო ბათილად. ხოლო საკრებულოს იმ ბრძანებულების ბათილობა, რომლის საფუძველზეც მოხდა მერის დანიშვნა,  არ დააკმაყოფილა“,- ამბობს ვახტანგ ბალავაძე.

იმერეთის მხარის გუბერანატორის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა სასამართლოს გადაწყვეტილებას მას შემდეგ გაასაჩივრებს, რაც სასამართლოდან აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად მიუვათ. „გადაწყვეტილება ოფიციალურად ალბათ, ერთ კვირაში ჩაგვბარდება“, - აღნიშნავს ბალავაძე. 

რაც ხეება ქუთაისის საკრებულოს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. სასამართლოს გადაწყვეტილებას უკომენტაროდ ტოვებს თავად ქალაქის მერი ბესიკ ბრეგაძეც.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2012 წლის 8 ოქტომბერს მერის დანიშვნის შესახებ, „თავისუფალი საქართველოს“  ადგილობრივმა ორგანიზაციამ დღეს გაასაჯაროვა.

ბესო ბრეგაძე ქუთაისის მერიად საკრებულოს გადაწყვეტილებით  გასული წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა. ხოლოთავისუფალმა საქართველომსასამართლოს საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით გასული წლის ნოემბერში მიმართა. გოგი წულაიას თქმით, ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ  8 ოქტომბერს ქალაქის საკრებულოს სხდომა უკანონოდ და ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩატარდა, ხოლო აღნიშნულ სხდომაზე დეპუტატებმა წინა ღამით მიღებული გადაწყვეტილება გააფორმეს.

ავტორი: თეკლა მორგოშია