|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ალასანია: „სამხედრო ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურა ჯარისკაცებს არ შეეფერებათ“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის კუთხით  არსებული  ვითარებით უკმაყოფილოა. ამის შესახებ ალასანიამ ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე განხორციელებული   მონიტორინგის შემდეგ განაცხადა,  სადაც მან ჯარისკაცების საცხოვრებელი, საწვრთნელი პირობები და სასადილო მოინახულა.

ალასანიას თქმით, უნდა აღინიშნოს  სამხედრო პირების მომზადების მაღალი დონე, თუმცა მეორე მხრივ,  სამხედრო ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურა ჯარისკაცებს არ შეეფერებათ. როგორც ალასანია ამბობს,  თავდაცვის სფეროსათვის გამოყოფილი რამდენიმემილიარდიანი ბიუჯეტიდან  თანხები რეალურად  შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურას არ ხმარდებოდა.

„ეს არის ბრძოლისუნარიანი ბრიგადა. ფიზიკური მომზადება მართლაც უმაღლეს ხარისხშია აყვანილი და ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქედან იგზავნება ის ბიჭები ავღანეთში, ვინც ემსახურება საერთაშორისო უსაფრთხოებას.  მაგრამ თუ რა პირობებში უხდებათ მათ ვარჯიში, ცხოვრება და მომზადება, ეს სამარცხვინოა ჩვენი ქვეყნისათვის,“ - ამბობს ალასანია.

მისი თქმით, სამინისტრომ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელმაც თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის მდგომარეობა შეისწავლა. როგორც ალასანია ამბობს, აღნიშნული ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა იმ მდგომარეობას ზუსტად ასახავს,  რაც შეიაღარებულ ძალებში ინფრასტრუქტურის კუთხით არსებობს. 

„უახლოეს დღეებში ეს ჯგუფი ანგარიშს წარუდგენს როგორც პრემეირს, ისე პარლამენტს. სამწუხაროდ, მესამე ბრიგადა არ არის იზოლირებული შემთხვევა და უარესი მემკვიდრეობა აქვთ დატოვებული ჩვენს წინამორბედებს.  ჩვენი ამოცანაა,  ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შევცვალოთ  სასიკეთოდ. გაწერილია გეგმა, რომელსაც წარვუდგენთ პრემიერს დასამტკიცებლად და უახლოეს პერიოდში  დაიწყება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,“ - ამბობს ალასანია. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე