|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროკურატურაში ჭიაბერაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

ამ წუთებში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხავენ.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლება უმუშევრობის პრობლემის აღმოფხვრის ნაცვლად დაკითხვებითა და დასაქმების სამინისტროს გაუქმებითაა დასაქმებული. მაშინ როდესაც ახალ მთავრობას აქვს ძალიან კარგი საშუალება იზრუნოს მოქალაქეების დასაქმებაზე და ამისთვის გამოიყენოს მონაცემთა ის ბაზა, რომელიც ძველი ხელისუფლების პირობებში შემუშავდა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს  „სამუშაოს მაძიებელთა" საქმეზე დაკითხავენ. ის  სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაიკითხება.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამისფარგლებში დასაქმებულ პირებს არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და თანხანაციონალური მოძრაობისმხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო აქტიურობისათვის მიიღეს

აღნიშნულ საკითხზე დღეს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც დაიკითხება.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე