|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მერიის თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ

ქუთაისში, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, მერიის ჯანმრთლეობის დაცვის, სოციალურ საკითხთა  და ლტოლვილთა სამსახურის უფროსის, კახა ქორიძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა, დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

„ჩვენ მოვითხოვთ დაუყონებლივ იქნას განთავისუფლებული  დაკავებული თანამდებობიდან კახა ქორიძე და ასევე, მის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე“, - განაცხდა საინიციატივო  ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მანუჩარ სისაურმა.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით,  2012 წლის  29 სექტემბერს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ მიტინგზე სწორედ ქორიძე ხელმძღვანლებოდა პროვოკატორთა ჯგუფს. „100-150 პროვოკატორთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლებიც, ქალაქში მიტინგის დამთავრების მერე აქტიურად ცდილობდნენ პროვიკაციის მოწყობას“, - აღნიშნეს ბრიფინგზე.

საინიციატივი ჯგუფის წარმომადგენლები, ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და ლტოლვილთა სამსახურის უფროსს სამსახურებრივ  გულგრილობაშიც ადანაშაულებენ.

მათივე თქმით, ზემოთ აღნიშნული  მოთხოვნებით პროკურატურას მომავალ კვირას მიმარათვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა ბრალდებებს თავად კახა ქორიძე უარყოფს.  „მე ვიყავი მისული მიტინგზე და ჩემი მისვლის მიზეზი იყო ის რომ, რომ დავინახე 100-150 ადამიანთა დაპირისპირებული  ჯგუფი. ცხადია, მინდოდა სიტუაციის განმუხტვა. მაგრამ საბედნიეროდ, ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. ჩემი შეგნებული ცხოვრება პროვოკატორებს ვებრძოდი“, -  განმარტა newpress.ge-სთან სატელეფონო საუბარში კახა ქორიძემ.

კახა ქორიძე  მერიის ჯანმრთლეობის დაცვის, სოციალურ საკითხთა  და ლტოლვილთა სამსახურის უფროსად 2011 წლის იანვარში დაინიშნა. უფრო ადრე ის  მერიის საბინაო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ავტორი: თეკლა მორგოშია