|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი საქართველო" პროკურატურას მიმართავს

პარტია  „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოგი წულაია პროკურატურას  ქუთაისში,  სკვერების  გასხვისების  საკითხით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს.

წულაიას თქმით, 2007 წელს  ქალაქის მერიის ბრძანებით, ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული სკვერების აღწერა და რეესტრში გატარება დაიწყეს. როგორც წულაია ამბობს, ერთ-ერთი სკვერი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, არ აღწერეს და ამ ეტაპზე მისი გაყიდვა მიმდინარეობს. 

„ახლა მიმდგარი არიან და სკვერს ნაწილ-ნაწილ ყიდიან. მე მივმართავ პროკურატურას გამოიკვლიონ რატომ მოხდა ეს, ვისი შეცდომა იყო და დაინტერესდნენ სკვერების  გასხვისების თემით. ქუთაისის საკრებულოსა და მერიას მე არაფერს ვთხოვ, რადგან მათი იმედი არ მაქვს,“ - ამბობს წულაია. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა