|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალები“ იშლებიან?!

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია  „ნაციონალები“ შესაძლოა რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს.  

როგორც  newpress-სთვის  გახდა ცნობილი, „ნაციონალებს“ ტარიელ მესხი, რაულ ქორჩილავა, კახა ნემხიწვერიძე და თამაზ მარგველაშვილი ეთიშებიან, რომლებიც ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებას შეეცდებიან. აღნიშნულის გამოცხადებას დეპუტატები მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, ქალაქის საკრებულოს სხდომაზე გეგმავენ.

„ნაციონალების“ ოპოზიციაში გადასვლით საკრებულოში უმრავლესობა „ოცნების“  სასარგებლოდ იცვლება და მათი მომხრე დეპუტატების რიცხვი 14 კაცამდე იზრდება. შესაბამისად, საკრებულოს უმრავლესობა საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ხვადაგიანის თანამდებობიდან გადაყენებას შეეცდება.

როგორც ირკვევა,  საკრებულოში „ნაციონალების“ უმრავლესობის დაშლა ამირან ხვადაგიანის იმ გადაწყვეტილებამ დააჩქარა, რომლის მიხედვით, ხვადაგიანი მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ერთთვიანი შვებულების აღებასა და ამ გზით თანამდებობაზე ყოფნის ვადის გახანგრძლივებას ცდილობს.

„ნაციონალების“ მიერ ფრაქციის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცის გადამოწმების მიზნით  newpress.ge  კახა ნემსიწვერიძეს დაუკავშირდა, რომელიც საკრებულოში ფრაქციის ხელმძღვანელია. ნემსიწვერიძე ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ჩემთვის ჯერჯერობით ეს ცნობილი არ არის.  მე მასეთ ინფორმაციას არ ვფლობ,“ - ამბობს ნემსიწვერიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ქალაქის საკრებულოს წევრი და ყოფილი „ნაციონალი“ აკაკი სიხარულიძე  საკრებულოს ფრაქცია  „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. როგორც ირკვევა, ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას სხვა დეპუტატებიც გეგმავენ.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა