|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი თევდორაძე: „რაც უფრო ახლოვდება შუალედური არჩევნები, მძიმე ხდება პოლიტიკური წნეხი“

მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას  ახორციელებს -  ამის შესახებ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი თევდორაძემ  და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ავთანდილ სტურუამ დღეს განაცხადა.

„საპარლამენტო შუალედური არჩევნები დაინიშნა იმერეთის რეგიონის ორ ოლქში, სამტრედიასა და ბაღდათში. რაც უფრო ახლოვდება შუალედური არჩევნები, მით უფრო მძიმე ხდება პოლიტიკური წნეხი თვითმმართველობის  წარმომადგენლებზე. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ავთანდილ სტურუაზე განხორციელებული ზეწოლაა“, - განაცხდა გიორგი თევდორაძემ.

ავთანდილ სტურუას განცხადებით, მასზე ბოლო ერთი კვირა ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს.

„იმის გამო, რომ მე დავინიშნე სამტრედიაში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელად, ჩემზე ხორციელდება ზეწოლა, რაც პროკურატურაში 4 საათიანი დაკითხვით არის გამოხატული. მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც შეუშინდება ზეწოლებს. მათ არ უნდათ, რომ აპრილის არჩევნებში მოსახლეობამ თავისუფალი არჩევანი დააფიქსიროს", - განაცხადა ავთანდილ სტურუამ.

როგორც სტურუა ამბობს, პროკურატურა მასთან მიმართებაში 2007 წლის საქმეებით, ხოლო ფინანსური პოლიცია სამტრედიის სკოლამდელი დაწესებულებების საკითხებით დაინტერესდა, რაც 2010 წლის პერიოდს ეხება.

„2010 წელს მე ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი. თუკი 2007 წელს რაიმე დარღვევა იყო პროკურატურა ამ დრომდე უნდა დაინტერესებულიყო“, - ამბობს ავთანდილ სტურუა.

ავთანდილ სტურუა 2012 წელს სამტრედიის საკრებულომ მინუციპალიტეტის გამგებლად აირჩია. თუმცა, 2012 წლის 3 დეკემბერს მისთვის  უფლებამოსილების შეჩერება მოხდება.

სტურუას  უფლებამოსილება მისი არჩევისას საჯაროობის დარღვევის საფუძველზე შეუჩერეს. 

როგორც  სტურუა ამბობს ის, მზდ არის უზენაეს სასამართლოში იბრძოლოს უფლებამოსილების შეჩერების უსაფუძვლობაზე.

  

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა