|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა

ქუთაისში  დღეს,  ქალთა საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. ახლადშექმნილ ქალთა საინიციატოვო ჯგუფს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნატო ძოწენიძე  უხელმძღვანელებს.

„გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვაში და ახლ მთვარობას  მუშაობის საშუალება მიეცეს“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ძოწენიძემ.

როგორც ძოწენიძე განმარტავს, ორგანიზაციის შექმნა ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ დააჩქარა.

ამ დროისათვის,  ქალთა საინიციატივო ჯგუფი 20-მდე ქალბატონს აერთიანებს. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა